ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ქიმიის დეპარტამენტს ეწვივნენ შპს ელიტარული სკოლა „გორდას“ მოსწავლეები და მასწავლებლები. სტუმრებმა დაათვალიერეს ქიმიის დეპარტამენტის სასწავლო და კვლევითი ლაბორატორიები, დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ქრომატოგრაფიული ცენტრი. მოსწავლეები შეხვდნენ ქიმიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალს. პროფესორი ალეკო კალანდია ესაუბრა მათ ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე ქიმიური კვლევების აუცილებლობაზე. დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მაია ვანიძე მოსწავლეებს ესაუბრა STEM -ის მნიშვნელობაზე სწავლების პროცესში.
უკან |