ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდა ნატურალისტთა საზოგადოების ინიციატივით, ჩატარდა ვორქშოფი: რეპტილიები და მათი იდენტიფიცირება, ოფიდიოფობია და მითები. ვორქშოფს ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: პროსფესორები, მასწავლებლები, სტუდენტები და ბათუმის შპს ფრანგული სკოლის, წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის მოსწავლეები. პრეზენტაციის შემდეგ კითხვა-პასუხი გაიმართა და მონაწილეებს მიეცათ საშუალება დაეძლიათ შიშები და უფრო ახლოს გაცნობოდნენ ქვეწარმავლებს.
უკან |