
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექცია-მასტერკლასი თემაზე: „კბილის გათეთრების თანამედროვე კონცეფციები", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა, პრაქტიკოსმა ექიმ-სტომატოლოგებმა და სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებმა. ლექცია-მასტერკლასის სპიკერიიყო ექიმი სტომატოლოგი, Whiter imege-ის ოფიციალური ტრენერი, Dental Products-ის დამფუძნებელი თამარ ცუცხაშვილი. ღონისძიება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და Dental Products-ის მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |