ბსუ-ში საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და ამერიკის მიკრობიოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია „მიკრობული სამყარო და ადამიანი“. კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეების (VIII-XI კლასი) დაინტერესება მიკრობიოლოგიის მეცნიერების მიღწევებით და ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავება. თემატიკა მოიცავდა მიკრობიოლოგიის დარგის აქტუალურ საკითხებს: „მიკრობული და მოლეკულური არქეოლოგია”, „ანტიბიოტიკები; ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება”, „ადამიანის ურთიერთობა გარემოსთან და ბიოუსაფრთხოება”, „მცენარეთა კარანტინი - სურსათის უსაფრთხოების გარანტი” და „მიკროორგანიზმები - ზღვის უხილავი სამყარო”.
მოსწავლეებისათვის ლექციები წაიკითხეს აკადემიკოსმა დავით ფრანგიშვილმა, პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორმა, თსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა, აკადემიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორმა, თსუ-ს და ნიუვიჟონ უნივერსიტეტის პროფესორმა ეკა ჯაიანმა, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორებმა ლეილა ახვლედიანმა და თეა ქოიავამ და ბსუ-ს ფიტოპათოლოოგიისა და ბიომრვალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა მაკა მურადაშვილმა.
უკან |