საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს „მწვანე სტიპენდიები” გადაეცათ

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ქართლოს მანველიძე, ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები  სოფიო აბულაძე და ამირან მექვაბიშვილი დაჯილდოვდნენ 1500-ლარიანი „მწვანე სტიპენდიით“. სტუდენტებს სიგელები გადასცა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში (UNDP), ნიკ ბერესფორდმა და ბსუ-ს წარმომადგენელმა ასისტენტ პროფესორმა ხათუნა ჭიჭილეიშვილმა. „მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხელი შეუწყობს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციასა და წარჩინებული სტუდენტების წახალისებას.

„მწვანე სტიპენდიების” პროგრამა ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა