ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გიმართა ბათუმის N2 საჯარო სკოლაში. საინფორმაციო შეხვედრაზე ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, საუნივერსიტეტო ცხოვრება, სოციალური პროგრამები, სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები გააცნო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ავსტრალიის ჩარლზ დარვინის უნივერსიტეტის პროფესორმა ფილისითი მაკლუერმა, რომელიც აბიტურიენტებს ავსტრალიაში სწავლის შესაძლებლობებსა და პირობებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის დასასრულს, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |