საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა ჭარნალის საჯარო სკოლაში ლექცია წაიკითხა

სურათი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  ჭარნალის საჯარო სკოლაში ლექცია წაიკითხა თემაზე: „ფარმაციის ისტორიის ქრონიკები, მედეას ეპოქა“. ეთერ ჯაყელი მოსწავლეებს ასევე ესაუბრა  სამკურნალო საშუალებათა სახელწოდებებსა და გენერიკ პრეპარატებზე. ლექციის დასრულების შემდეგ მომხსენებელმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა. ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა ჭარნალის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას უსახსოვრა ვლადიმერ მახარაძის წიგნი „ფარმაციის ისტორია აჭარაში“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა