საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტიში ტყის  საერთაშორისო დღე რამდენიმე ღონსიძიებით აღინიშნა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა ნინო ზოიძემ და თეონა შავაძემ ფაკულტეტის ეკოჰაბში წარმოადგინეს პრეზენტაცია. ახალგაზრდებმა ისაუბრეს საქართველოს ტყეებში არსებულ მდგომარეობაზე, პრობლემებსა და პერსპექტივებზე. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა ვიქტორინა და გამარჯვებული სტუდენტი დაჯილდოვდა განსაკუთრებული პრიზით.

ეკოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტებმა ბათუმის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ბათუმის მერიისა და გამწვანების სამსახურის მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში. გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე დაირგო მერქნიან მცენარეთა - ცრუ ქაფურის, ჯაკარანდის და იაპონური მუხის ნერგები.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა