ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს 120 წლის იუბილეზე, საავადმყოფოს ეზოში ცნობილი ქირურგის, საზოგადო მოღვაწის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორ აკაკი ბერიძის ვარსკვლავი გაიხსნა. პროფესორი აკაკი ბერიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ბსუ-ში მედიცინის მიმართულების შექმნასა და ჩამოყალიბებაში. ის არის უნივერსიტეტში მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და განმახორციელებელი. პროფესორი აკაკი ბერიძე 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ეწეოდა საგანმანათლებლო და აკადემიურ საქმიანობას, ხელმძღვანელობდა ზოგადი და კერძო ქირურგიის სალექციო და პრაქტიკულ კურსებს.
ემერიტუს პროფესორ აკაკი ბერიძეს აღზრდილი ჰყავს ექიმების არა ერთი თაობა, მისი მრავალი აღზრდილი წარმატებით ეწევა საექიმო საქმიანობას საქართველოსა და საზღვარგარეთ.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ემერიტუს პროფესორ აკაკი ბერიძეს ღვაწლის დაფასებას და უსურვებს ჯანმრთელობას, მხნეობასა და ხანგრძლივ სიცო¬ცხლეს.
უკან |