
ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღისადმი ღონისძიება გაიმართა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა შეხვედრაზე განიხილეს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის აქტუალური საკითხები. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ვიქტორინა და გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები. მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღეა 1950 წლიდან აღინიშნება.
უკან |