საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში „მწვანე სტიპენდიების” პროგრამის წარდგენა გაიმართა

სურათი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ  სოლომონ პავლიაშვილმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და სხვა წარმომადგენლებმა ბსუ-ს სტუდენტებს ,,მწვანე სტიპენდიების” პროგრამა წარუდგინეს.  ,,მწვანე სტიპენდიების” პროგრამას ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით, პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში ახორციელებს, რომელიც მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრატურის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ერთჯერადი სტიპენდია 1500 ლარის ოდენობით.

,,მწვანე სტიპენდიები” ვრცელდება ისეთ დეფიციტურ პროგრამებზე, როგორიცაა: ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება,  წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა (ჰიდროლოგია), გეოლოგია, ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება, ეკოლოგია, კონსტრუქციული (გამოყენებითი) გეოგრაფია და გარემოს დაცვა, გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა.

საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ბსუ-ს პრორექტორი პროფესორი თამარ სირაძე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ხუხუნაიშვილი, ხარისხის სამსახურის კოორდინატორები ასოცირებული პროფესორი ინგა დიასამიძე, ასისტენტ პროფესორი ხათუნა ჭიჭილეიშვილი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები.
 

„მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ამ მიმართულების მაგისტრანტი სტუდენტების წახალისებას.


„მწვანე სტიპენდია“ გაიცემა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა