საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა კონსტანტინე სულამანიძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „პლასტიკური ქირურგიის ხელოვნება“

სურათი

ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა, კლინიკა „ტოტალ შარმის“ მფლობელმა კონსტანტინე სულამანიძემ ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქართველი და უცხოელი სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე: „პლასტიკური ქირურგიის ხელოვნება“. ქირურგმა ყურადღება გაამახვილა პლასტიკური ქირურგიის პოპულარიზაციაში სოციალური მედიის მნიშვნელობაზე, ახალგარზდებს დარგში განხორციელებული და მიმდინარე მიღწევები გააცნო და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.   კონსტანტინე სულამანიძე არის აპტოს ძაფების და მეთოდების იდეის თანაავტორი, საერთაშორისო სასწავლო კურსებისა და საჩვენებელი ოპერაციების ორგანიზატორი, რომელსაც ჩატარებული აქვს მრავალი რეკონსტრუქციულ-პლასტიკური და ესტეტიკური ოპერაცია. ლექციის დასრულების შემდეგ  კონსტანტინე სულამანიძემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა