
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხაჯალიისა და მეგა სკოლის მოსწავლეებს, ქიმიის მასწავლებლებსა და ხაჯალიის სკოლის დირექტორს ხათუნა აფხაზავას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში, ბსუ-ს პროფესორმა ალეკო კალანდიამ საჯარო ლექცია წაიკითხა ქიმიური კვლევის თანამედროვე მეთოდებზე, ხოლო ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამის I და II კურის სტუდენტებმა შემეცნებითი ხასიათის სახალისო ცდები ჩაატარეს. სკოლის მოსწავლეებმა ასევე დაათვალიერეს ბსუ-ს ლაბორატორიები და მონაწილეობა მიიღეს ქიმიური ექსპერიმენტების ჩატარებაში. ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |