საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის უცხოელი სტუდენტების მიღება გაიმართა

სურათი

ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველკურსელი უცხოელი სტუდენტების მიღება გაიმართა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა,  ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, დეკანის მოადგილემ სოფო ცქვიტინიძემ  სტუდენტებს სწავლის დაწყება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ფაკულტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის პრეზენტაცია წარუდგინა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პროგრამის კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც თავიანთი შთაბეჭდილებები და გამოცდილება გაუზიარეს პირველკურსელებს. 

ბსუ-ში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება, რომელზეც ამჟამად, 700-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა