საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების სამუშაო ვიზიტი

სურათი

ბსუ-ს ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები პროგრამის ხელმძღვანელ პროფესორ ნერიმან ცინცაძესთან და პრაქტიკის ხელმძღვანელ პროფესორ თამარ ჩილინგარაშვილთან ერთად გაცნობითი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კურორტ ციხისძირში. თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილ სასტუმრო კომპლექსსა და სპა-ველნეს ცენტრში სრულყოფილად არის წარმოდგენილი როგორც ქართული, ისე  ფრანგული თალასოთერაპიული პროდუქცია და პროცედურები. სტუდენტები დიდი ინტერესით გაეცნენ პროცედურებს. სამომავლოდ ისინი  შეძლებენ მასტერ-კლასის გავლას და დასაქმებას როგორც რეაბილიტოლოგებად, ასევე ველნეს-თერაპევტებად, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ წინსვლას და დასაქმების არეალის გაფართოებას. შეიქმნა წინაპირობა ამ კომპლექსის საუნივერსიტეტო ბაზად ჩამოყალიბების, რასაც როგორც  ფაკულტეტის  ასევე კასტელო მარეს ადმინისტრაცია დადებითად შეხვდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა