
სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმასთან გაიმართა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა. ტურის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ ფრინველების მრავალ სახეობას.
უკან |