საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ორგანიზებით

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, ეკოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ინგა დიასამიძემონაწილეობა მიიღო 27 სექტემბერს, თბილისში გამართულ კონფერენციაში „ბიომრავალფეროვნების კონფერენცია 2023“. მონაწილეებმა განიხილეს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფის საკითხები.  კონფერენციაში მონაწილობდნენ საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი დარგობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. ღონისძიება პანელური დისკუსიით დასრულდა, რომელშიც ჩაერტო ჩაერთო სამეცნიერო, არასამთავრობო  და საფინანსო სექტორი.

კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა