საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს პროფესორ ვახტანგ ბერიძის 70 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ვახტანგ ბერიძის 70 წლის იუბილე აღინიშნა. ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა ღვაწლმოსილ ექიმს იუბილე მიულოცეს, მის ღვაწლზე ისაუბრეს და სამეცნიერო და სამედიცინო საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობის სიგელთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. პროფესორმა ვახტანგ ბერიძემ პირველმა შეისწავლა ბავშვთა ასაკში ასთმის გავრცელება აჭარის რეგიონის მაგალითზე, ჩატარებული კვლევებისა და მიღებული სამეცნიერო შედეგების გათვალისწინებით, შემუშავდა ასთმის პრევენციისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

პროფესორ ვახტანგ ბერიძის სამეცნიერო კვლევის საგანი არის ასევე ხანგრძლივი დროის მანძილზე რეგიონში სოკოვანი სენსიბილიზაციის გავლენა ალერგიულ დაავადებათა და ასთმის მიმდინარეობაზე. კვლევის შედეგებმა მნიშვნელოვნად შეცვალა მანამდე არსებული მოსაზრება გამომწვევ მიზეზებზე და დიდი წვლილი შეიტანა ამ მიმართულებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

საიუბილეო ღონისძიებას ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და ექიმები ესწრებოდნენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა