ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების კამპანიის „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში, კონფერენიაცია გაიმართა თემაზე: ,,დაავადების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობა და სახელმწიფო სკრინინგ პროგრამები”. ბსუ-ს სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ოჯახის ექიმებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ კამპანიის ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ მნიშვნელობა, აჭარაში სკრინინგის ხელმისაწვდომობა და ადგილობრივი ონკო პროგრამები გააცნო. მსმენელებს მამოლოგი, ქირურგი მალხაზ დიასამიძე სარძევე ჯირკვლის დაავადებების გამომწვევ მიზეზებზე, რისკ ფაქტორებსა და ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
კონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნინო გუგუშვილმა მსმენელებს მოხსენება წარუდგინა თემაზე: ,,ონკოლოგიური დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა“, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გადამდებ დაავადებათა ზედამხედველობის და იმუნო პროფლიქტიკის განყოფილების უფროსმა ნანა ჯინჭარაძემ -,,ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია“, დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის კომუნიკაციის ჯგუფის წევრებმა თეონა თოდუამ და ნინო სარაშვილმა - ,,კიბოს სკრინინგისა და ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეფექტური კომუნიკაცია”.
უკან |