ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტსა და დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ქრომატოგრაფიულ ცენტრს ბათუმის მომავლის სკოლისა და სკოლა-ლიცეუმ მასტერკლასის VIII, IX, X კლასის მოსწავლეები და პედაგოგები ეწვივნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს ქრომატოგრაფიული ცენტრი და ქიმიური ლაბორატორიები. პროფესორი ალეკო კალანდია მოსწავლეებს ესაუბრა ქიმიის აქტუალურ საკითხებზე, ქიმიის სპეციალობის სტუდენტებმა კი ქიმიის დეპარტამენტის სპეციალისტის, თამარ გოგიტიძის ხელმძღვანელობით, ახალგაზრდებს აჩვენეს სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები.
უკან |