20-21 ოქტომბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა და ბიოლოგიის დეპარტამენტის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს „ბულვარის ფესტივალში“. ფესტივალი პირველად გაიმართა და მოიცავდა სხვადასხვა კულტურულ, შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებს. „ბულვარის ფესტივალი“ გაიხსნა პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით თემაზე: „რეკრეაციული პარკების მართვისა და განვითარების შესაძლებლობები“. სესიაზე ქართველმა და უცხოელმა დარგის სპეციალისტებმა წარადგინეს საინტერესო მოხსნებები ურბანული პარკების, გამწვანებისა და ლანდშაფტის დიზაინის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის მიმართულებით. კონფერენციაზე მოხსენება „ბულვარის ეკოლოგიური ფუნქციები“ წაიკითხა ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ. მან ასევე, 21 ოქტომბერს, ბულვარში ჩაატარა „მწვანე გაკვეთილი“ პატარებისთვის, რომლის დასრულების შემდეგ, მათი მონაწილეობით დაირგო ფიჭვის ნერგები.
უკან |