შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა. პროექტ „ემბლასის“ წარმომადგენელმა, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა რამაზ მეგრელაძემ ლექცია წაიკითხა თემაზე: „შავი ზღვის ეკოლოგიური გარემო, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“. ასევე გაიმართა ფლეშმობის კონკურსი ,,შავი ზღვის ხმა“, რომელშიც საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს ბათუმის N20 საჯარო სკოლის უკრაინული სექტორის მოსწავლეებმაც. ჟიურის გაასდწყვეტილებით, I ადგილი კერძო სკოლას „ევრო 2000“ ერგო, II ადგილი - კერძო სკოლას „გორდა“, ხოლო III ადგილი - ფოთის N4 საშუალო სკოლას. ბსუ-ს ბიოლოგიისა და ეკოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სასტუმრო „პარაგრაფში“ ბიოლოგიის დოქტორმა ანდრეი ტრეგუბოვმა ლექცია წაიკითხა ზღვის ბიომრავალფეროვნების აქტუალურ საკითხებზე.
შავი ზღვის დაცვის საერთაშორისო დღე ბსუ-ში ემბლასის პროექტის (EU/UNDP Black Sea Project: “European Union for Improving Environmental Monitoring in the Black Sea (EU4EMBLAS)”) ფარგლებში, ორგანიზაცია "მწვანე სექტორის" მხარდაჭერით გაიმართა.
მწვანე სექტორი ERIM-ისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში ახორციელებს გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივას, რომელიც ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში გახსნილი უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას და გარემოსდაცვით საქმიანობაში მათ აქტიური ჩართულობის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
უკან |