ბსუ-ს ქიმიის დეპარტამენტმა და დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა ცენტრმა უმასპინძლეს ჩოხატაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. მოსწავლეებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ცენტრში დაათვალიერეს თანამედროვე ხელსაწყოები და ქიმიური აპარატურა. ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალეკო კალანდია ესაუბრა მოსწავლეებს ცენტრში ჩატარებული კვლევებისა და ქიმიის აქტუალური საკითხების შესახებ.
ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ვანიძემ სტუმრებს ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინა. სტუმრები ქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიებში დაესწრნენ ქიმიის სპეციალობის სტუდენტებისა და დოქტორანტების მიერ ჩატარებულ პროგრამულ ცდებსა და სახალისო ექსპერიმენტებს.
უკან |