
ბსუ-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა „კერალა პირავის“ დღესასწაულის აღსანიშნავად, ბსუ-ს ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს. ტრადიციულ მუნდუსა და ფერად სარებში გამოწყობილმა კერალას შტატის სტუდენტებმა რამდენიმე სერიად ეროვნული ცეკვები შეასრულეს. დღესასწაული ინდოეთის ერთ-ერთი შტატის, კერალას სახელს ატარებს და კერალას დაბადება-წარმოშობას ნიშნავს. „კერალა პირავი“ 1957 წლის 1-ელ ნოემბერს დაარსდა კოჩიშის, ტრავანკორესა და მალაბარის რეგიონებში და ყოველწლიურად იმართება მდიდარი კულტურის, მემკვიდრეობის და მრავალფეროვნების აღსანიშნავად.
უკან |