საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს მეორე საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლეები ეწვივნენ

სურათი

ბსუ-ს ქიმიის დეპარტამენტმა, დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა ცენტრმა, იმუნოგენეტიკისა და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიებმა ბათუმის მეორე საჯარო სკოლის  XII კლასის მოსწავლეებსა და პედაგოგებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ცენტრში დაათვალიერეს თანამედროვე ხელსაწყოები და ქიმიური აპარატურა. ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ალეკო კალანდია ესაუბრა მოსწავლეებს ცენტრში ჩატარებული კვლევებისა და ქიმიის აქტუალური საკითხების შესახებ.

ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია ვანიძემ სტუმრებს ქიმიის საგანმანათლებლო პროგრამები წარუდგინა. სტუმრები ქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიებში დაესწრნენ ქიმიის სპეციალობის სტუდენტებისა და დოქტორანტების მიერ ჩატარებულ პროგრამულ ცდებსა და სახალისო ექსპერიმენტებს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა