ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალისთვის შეხვედრა ჩატარდა აღმოსავლურ მსოფაღქმის საკითხებზე. შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული აღმოსავლური და დასავლური კულტურების მსგავსება-განსხვავებასა და უცხოელი სტუდენტების მენტალურ მხარდაჭერაზე. შეხვედრას უძღვებოდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი გიორგი მასალკინი.
უკან |