საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ში კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ პრეზენტაცია და საჯარო განხილვა გაიმართა

სურათი

ბსუ-ში კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნის“ პრეზენტაცია და საჯარო განხილვა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ, ბსუ-ს რექტორის მოადგილემ ანზორ ბერიძემ და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ლაშა ნაკაშიძემ. შემაჯამებელ შეხვედრას ბსუ-ს სტუდენტები, დარგის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კლიმატის ცვლილების ჩარჩო კანონი ხელისუფლების ორგანოების როლს განსაზღვრავს და კანონპროექტის მთავარი მიზანია, გააძლიეროს პარლამენტის როლი კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის შესასრულებელ ღონისძიებებზე როგორც საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილში, ასევე დეკარბონიზაციის გეგმის შესრულების თვალსაზრისით.

შემაჯამებელი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა