
ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უმასპინძლა პოლონეთის, კროსნოს უნივერსიტეტის 2 სტუდენტს. ანნა რიშიმ და ოლივია იაგოდამ სემესტრის განმავლობაში გაიარეს ბიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსები: იმუნოლოგია, სამედიცინო გენეტიკა, მოლეკულური ბიოლოგია, კონსერვაციული ბიოლოგია, ბოტანიკა და ემბრიოლოგია. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ საველე-სასწავლო პრაქტიკებში ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და იმუნოგენეტიკის ლაბორატორიაში.
უკან |