საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა ფარმაცევტული კომპანია „ავერსი-ფარმას“ წარმომადგენლებთან

სურათი

ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ფარმაციის საბაკალავრო-პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ეთერ ჯაყელს შეხვდნენ ფარმაცევტული კომპანიის „ავერსი-ფარმა“ წარმომადგენლები, ადამიანური რესურსების სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე მჭედლიშვილი და პერსონალის შეფასების და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ჭოჭუა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ, დაიგეგმა სტუდენტებთან შეხვედრა სტაჟირებისა და დასაქმების თაობაზე. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი-ფარმას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა