
ბსუ-ში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვება გაიმართა. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცეს და კარიერული წინსვლა უსურვეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორმა მარინა ქორიძემ და პროფესორ-მასწავლებლებმა. თეთრ ხალათებში გამოწყობილმა კურსდამთავრებულებმა ტრადიციულად ექიმის ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. ბსუ-ს კურსდამთავრებულის სტატუსი 150 უცხოელ სტუდენტს მიენიჭა.
კურსდამთავრებულთა საზეიმო გამოშვების ცერემონია ქუდების ასროლით დასრულდა. ღონისძიებაზე ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა ეროვნული ცეკვები შეასრულეს. გამოშვება მუსიკალურად გააფორმა ბსუ-ს ბენდმა „OFF SIDE".
უკან |