საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

შეხვედრა ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა ეთერ ჯაყელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას წაიკითხა ლექცია თემაზე: „რა არის ფარმაცია“. მომხსენებელმა ისაუბრა ფარმაციის არსზე, ფარმაცევტის დასაქმების სფეროებზე,   ფარმაცევტის როლსა და საჭიროებაზე საზოგადოებისათვის. განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრის პრაქტიკული ნაწილი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს წამლის ფორმა - ფხვნილები, მოცემული რეცეპტის მიხედვით. დაიგეგმა შეხვედრის ჩატარება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა