
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მერაბ ხალვაში, რექტორის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი ანზორ ბერიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მერაბ დიასამიძე საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ხუხუნაიშვილმა 2023 წელს ჩატარებული მუშაობის ანგარიში წარადგინა, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის სამომავლო გამოწვევებსა და დაგეგმილ აქტივობობეზე ესაუბრა.
უკან |