ტყის საერთაშორისო დღე ბსუ-ს სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა რამდენიმე ღონისძიებით აღნიშნეს. მაჭახელას ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მთავარმა სპეციალისტმა მარად იაკობაძემ ეკოლოგიის და ბიოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს გააცნო მაჭახელას დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნება და ესაუბრა მათი მნიშვნელობის შესახებ. გეოგრაფიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მაჭახელას ეროვნულ პარკში ერთობლოვად ჩაატარეს ღონისძიება, გაიმართა ლექცია დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შესახებ.
ლექციის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ვიზიტორთა ცენტრის საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდეგნილია მაჭახელას ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების ნიმუშები და გაეცნენ ეროვნული პარკის ძირითად ღირებულებებს. ღონისძიება ასევე მოიცავდა გამწვანების და დასუფთავების აქციებს. სტუდენტებმა დარგეს სხვადასხვა სახეობის ხის ნერგები და დაასუფთავეს მდინარე მაჭახელას მიმდებარე ტერიტორია.
21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღედ 1971 წელს გაეროს გენერალური ასამბლეამ დააწესა ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
უკან |