წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და ქიმიის სპეციალობის სამივე საფეხურის სტუდენტები კომპანია „ბათუმის წყალს“ ეწვივნენ. მასპინძელი ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მჟავანაძემ და კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე სტუდენტებს გააცნეს ქალაქის წყალმომარაგების რესურსები, მართვის საკითხები და სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ კვლევები. შეხვედრაზე დაიგეგმა ქიმიის სპეციალობის სტუდენტებთან და კურასდამთავრებულებთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები. ვიზიტი ბსუ-სა და ბათუმის წყალს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა.
უკან |