საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პროფესორი ზაალ კოკაია ეწვია

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შვედეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი (Founding PI), ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ღეროვანი უჯრედების და აღდგენითი ნევროლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ზაალ კოკაია ეწვია. პროფესორმა ზაალ კოკაიამ  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მედიცინის და ბიოლოგიის მიმართულების სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია წაიკითხა. სტუმარი ასევე შეხვდა ინგლისურენოვანი მედიცინის პროგრამის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ესწრებოდა. ზაალ კოკაიამ ლექცია წაიკითხა თავის ტვინის ღეროვანი უჯრედების და მათი რეგენერაციის, ტვინის ფუნქციონირების მექანიკის შესახებ. მომხსენებელმა ისაუბრა, რამდენად შესაძლოა ღეროვანი უჯრედების გამოყნება თავის ტვინის ინსულტით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების აღსადგენად. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა