საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

„ერაზმუს“+ -ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ფაკულტეტეტმა პოლონელ სტუდენტს უმასპინძლა

სურათი

ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტმა „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში,   პოლონეთის, კროსნოს უნივერსიტეტის  სტუდენტ  მონიკა მილაკს უმასპინძლა. მონიკამ ერთი სემესტრის განმავლობაში გაიარა ბიოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კურსები: სამედიცინო გენეტიკა, ადამიანის ფიზიოლოგია, ბიომრავალფეროვნება და კონსერვაცია,  ბოტანიკა და ლაბორატორიული მედიცინა. სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო საველე-სასწავლო პრაქტიკებში, რომელიც განხორციელდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა