31 ოქტომბერს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა კონკურსი „შავი ზღვის ხმა“, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები ექვსი სკოლიდან: სარფის საჯარო სკოლა; ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა, ბათუმის მე-6 საჯარო სკოლა, ქობულეთის მე-6 საჯარო სკოლა, ფოთის მე-4 საჯარო სკოლა და ანაკლიის საჯარო სკოლა.
მონაწილეებმა ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი თემატიკის შესახებ წარმოადგინეს მუსიკალური და თეატრალური ნომრები შესახებ, წაიკითხეს ლექსები. ჟიურიმ თითოეული წარმოდგენა შეაფასა 10-ქულიანი შეფასების სისტემის გამოყენებით, რის მიხედვითაც პირველი ადგილი ფოთის საჯარო სკოლას ერგო, მეორე ადგილზე ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა გავიდა, მესამეზე კი ანაკლიის საჯარო სკოლა. პირველ და მეორე ადგილზე გასულ კონკურსანტებს გადაეცათ საჩუქრები. ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს.
უკან |