მიმდინარე წლის 25-27 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ეროვნული სკოლა-ტრენინგი - „იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია“. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ https://iec.gov.ge/
პროექტის თანასპონსორია კომპანია ,,პრაიმ-ლაინი“.
ღონისძიების ფარგლებში განიხილება იმუნოლოგიის აქტუალური საკითხები, ანტიმიკრობული იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემატიკა და მასთან ბრძოლის გზები და მათ შორის ფაგოთერაპიის მიღწევები.
პროექტის მეორე ნაწილი (საერთაშორისო სკოლა - იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია) განხორციელდება საქართველოს ალერგოლოგიის და კლინიკური იმუნოლოგიის (საკიას) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში 5-8 მაისს gaaci.ge/news-info/39/
კონგრესზე დარეგისტრირების შემთხვევაში მონაწილეები ავტომატურად დარეგისტრირდებიან საერთაშორისო სკოლაზეც და დასწრების შემთხვევაში მიიღებენ სერტიფიკატს კრედიტ ქულებით.
პროექტის განმახორციელებელი გუნდი:
- ბესარიონ ლასარეიშვილი (პროექტის ხელმძღვანელი, სპიკერი)
- ნინო კაჭარავა (ტექნიკური მენეჯერი)
- ლეილა ახვლედიანი (აჭარის რეგიონული კოორდინატორი, სპიკერი)
- თეა ქოიავა (აჭარის რეგიონული კოორდინატორი, სპიკერი)
- ნელი ხიზანიშვილი (კახეთის რეგიონული კოორდინატორი)
- ირინე ფხაკაძე (იმერეთის რეგიონული კოორდინატორი)
სამიზნე აუდიტორია: კლინიცისტი ექიმები, ვეტერინარები, აკადემიური კადრი შესაბამისი სპეციალიზაციით.
- ინფექციონისტები
- პედიატრები
- პულმონოლოგები
- გასტრო-ენტეროლოგები
- უროლოგები
- დერმატოლოგები
- ქირურგები
- გინეკოლოგები
- რეანიმატოლოგები
- რევმატოლოგები
- ტრანსპლანტოლოგები
- ოჯახის ექიმები
- კლინიკური მიკრობიოლოგები
- რეზიდენტები შესაბამისი სფეროებიდან
დეტალურად გაწერილი ღონიძიების პროგრამა თან ერთვის.
დანართი 1
უკან |