
საგანმანათლებლო პროექტის „უნივერსიტეტის დახმარება სკოლებს STEM მეცნიერებების პოპულარიზაციაში“ ფარგლებში, ქიმიის დეპარტამენტმა უმასპინძლა ბათუმის სკოლა მასტერკლასისა და XVI საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს. ბსუ-ს გამარჯვებული პროექტის ხელმძღვანელმა, ქიმიის სპეციალობის II კურსის სტუდენტმა, კახა კოტრიკაძემ სტუმრებს ესაუბრა მეცნიერული კვლევითი პროექტების მნიშვნელობაზე და გააცნო ეთერზეთების მიმართულებით კვლევების თანამედროვე მიდგომები, აგრეთვე პროექტის ფარგლებში მიღებული შედეგები, რითაც მოსწავლეებს კიდევ ერთხელ დაანახა STEM დარგების მნიშვნელობა მომავალი კონკურენტუნარიანი სპეციალისტის ჩამოყალიბებაში.
ვიზიტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიული ცენტრი და ქიმიის დეპარტამენტის ლაბორატორიები. მოსწავლეებს ქრომატოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალეკო კალანდიამ გააცნო ინფორმაცია ცენტრში მიმდინარე კვლევებისა და ხელსაწყო-აპარატურის შესახებ. ქიმიის სპეციალობის სტუდენტებმა ანა ჯინჭარაძემ, ირინა გობაძემ და კახა კოტრიკაძემ, მოსწავლეების ჩართულობით ჩაატარეს სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები.
უკან |