
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტს ბათუმის ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მე-4 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ჟღენტმა ახალგაზრდებს ზოოლოგიისა და აკვაკულტურის ლაბორატორიაში უმასპინძლა, სადაც მოისმინეს ლექცია თემაზე: „სტუმრად ცხოველების სამყაროში“. მოსწავლეებმა დაათვალიერეს ლაბორატორია და მონაწილეობა მიიღეს სახალისო ცდებში. შეხვედრისას სკოლის მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
უკან |