
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტი კახა კოტრიკაძე ერთი სემესტრით ლიეტუვაში, კაუნასში, ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტში იმყოფებოდა, სადაც მან მნიშვნელოვანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. კახა კოტრიკაძემ მონაწილეობა მიიღო სპეციალობის შესაბამის ლაბორატორიულ და კვლევით პროექტებში, იმუშავა თანამედროვე ქიმიურ ტექნოლოგიებთან და გაიღრმავა ცოდნა ინოვაციურ მეთოდებზე. გაცვლითი პროგრამა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა.
უკან |