
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა გუგული დუმბაძემ, მესამე მისიის ფარგლებში აჭარის საჯარო სკოლის 40 მოსწავლესთან ჩაატარა სამუშაო შეხვედრა თემაზე: პლასტმასით დაბინძურების მიზეზები, გამოწვევები და შემცირების გზები. შეხვედრაში მონაწილეობდა ქალაქ ბათუმის მე-20-ე, ქედის პირველი მაისის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალისა და ერგეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ჩაქვის #1, წმ. ანდრია პირველწოდებულის სასულიერო გიმნაზიისა და ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ მოსწავლეები.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პლასტმასის შემცირების გზების ძიება და აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული ლექცია თემაზე -პლასტიკით დაბინძურების გამოწვევები და შედეგები. შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე - „როგორ შეგვიძლია შევამციროთ პლასტიკის ნარჩენები“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა ერთობლივად შეიმუშავეს ყოველდღიურ ცხოვრებაში პლასტმასის შემცირების ეკო-გეგმა. გუგული დუმბაძემ ეკოლოგიის მაგისტრანტ სესილი გათენაძესა და ეკოლოგიის სპეციალობის III სტუდენტ საბა გოგიტიძესთან ერთად, მოსწავლეებს ჩაუტარეს მარტივი ექსპერიმენტები - ჰაერში მტვრის ნაწილაკების PM2,5 და PM10, ხმაურის, ტოქსიკური აირების რაოდენობის გაზომვა. დასასრულს სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.
შეხვედრის მხარდამჭერია: საერთაშორისო პროექტი CARE SEA: “თანამშრომლობა და ცნობიერების ამაღლება, დაბინძურებისგან თავისუფალი და ეკოლოგიურად მდგრადი შავი ზღვისათვის” (ხელმძღვანელი - უვადო მეცნიერი იზოლდა მაჭუტაძე).
უკან |