
მეტეოროლოგიის მსოფლიო დღის დაარსება 1950 წლის 23 მარტს, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება, რის საფუძველზეც გაეროს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO) შეიქმნა.
საქართველოში მეტეოროლოგიის დღე 1992 წლიდან აღინიშნება, მას შემდეგ რაც ქვეყანა მსოფლიო მეტეოროლოგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანდა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მეტეოროლოგიის საერთაშორისო დღე გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორის თანამშრომლებთან ერთად აღნიშნეს, შეხვედრა გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალ შენობაში გაიმართა, სადაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება გაცნობოდნენ თანამედროვე ხელსაწყოებს, დაკვირვებისა და პროგნოზირების მეთოდებს, შეხვედრას უძღვებოდა ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორი რუსუდან დიასამიძე.
უკან |