საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

პროექტის PRESS სამუშაო შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

სურათი

Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის PRESS ,,საბუნებისმეტყველო განათლება და მდგრადი განვითარებისთვის“ ბსუ-ს გუნდი იმყოფებოდა სამუშაო შეხვედრაზე თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტის მიზანია ინოვაციური მიდგომების დანერგვა საბუნებისმეტყველო განათლებაში. პროექტი ეხმიანება გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს - „ხარისხიანი განათლება“. პროექტის ფარგლებში მომზადდება საუნივერსიტეტი კურსები და დამხმარე მასალა - საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის. 

PRESS-ის ეროვნულ შეხვედრაზე მოხდა უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება და ფინალური კონფერენციის დაგეგმვა, რომელიც გაიმართება 2025 წლის სექტემბერში. შეხვედრის ფარგლებში უფსალას უნივერსიტეტის (შვედეთი) მკვლევარმა, ოლექსანდრა ხალაიმმა  ჩაატარა ტრენინგი თემაზე „ეკოლოგიური თამაშების მდგრადი განვითარებისთვის“.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა