საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ციტოლოგიისა და ზოგადი ჰისტოლოგიის სახელმძღვანელოების წარდგენა

სურათი

ბიოლოგიის დეპარტამენტში ჩატარდა ქეთევან დოლიძისა და მარინა  ნაგერვაძის  ციტოლოგიისა ზოგადი ჰისტოლოგიის სახელმძღვანელოების წარდგენა. სახელმძღვანელოები შედგენილია ბიოლოგიის საუნივერსიტეტო საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად და ძირითადად განკუთვნილია უნივერსიტეტის ბიოლოგიური და ჯანდაცვის მიმართულების სპეციალობათა სტუდენტებისათვის. წარმოდგენილი  სახელმძღვანელოები  შედგენილია  მრავალწლიან პედაგოგიურ გამოცდილების  საფუძველზე.

ციტოლოგიის სახელმძღვანელოში განხილულია ცოცხალ ორგა­ნიზ­მთა ნატიფი აგებულება, უჯრედის ფიზიკურ-ქიმიური ორგა­ნი­ზაციის საფუძვლები, უჯრედში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესების, უჯრედის განახლებისა და დიფე­რენციაციის კანონ­ზომიერებები, მემკვიდრული მასალის სტრუქტურული ორგანი­ზაციისა და მემკვიდრული ინფორ­მაციის რეალიზაციის საფუძვ­ლები, უჯრედში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებების, უჯ­რე­დის დაბერებისა და სიკვდილის, ასევე, რეგენერაციის კანონ­ზომიერებები. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია კითხვები და სავარ­ჯი­­შოები, ასევე, გამოყენებულ უცხო ტერმინთა განმარტებითი ლექსი­კონი, საზომი ერთეულები. ყველა თავის ბოლოს გვხდება ასევე რეზიუმე, რაც თავის მოკლე შეჯამებაა.

ჰისტოლოგიის  წინამდებარე სახელმძღვანელო მეორე გამოცემაა. ავტორი მადლიერებას გამოხატავს იმათ მიმართ, ვინც არსებითი რეკო­მენდაციები მისცეს. გათვალისწინებული იქნა რიგი მათგანი, ასევე, ავტორის შეხედულებისამებრ, დამატებული იქნა ჰისტო­ლოგიის კვლევის მეთოდები, კითხვები და სავარჯი­შოები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა