საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღე

სურათი

23 აპრილს მსოფლიოში წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. „იუნესკომ“ ეს თარიღი მიგელ დე სერვანტესის გარდაცვალების და უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია და წიგნის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.  წიგნის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის წარმომადგენლები  ეწვივნენ ქვედა ახალშენის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას და საჩუქრად გადასცეს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული მხატვრული ლიტერატურა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა