საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

დედამიწის დღე

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, გეოგრაფიის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში, მათ უმასპინძლეს ბათუმის მე-7, მე-14, მე-15, მე-17, 29-ე საჯარო სკოლებისა და სკოლა „იმედის“ მოსწავლეებს, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები და ნახატები დედამიწის თემატიკით.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მომავალი თაობების ჩართულობას დედამიწის დაცვის, არსებული გარემოს გაუმჯობესებისა და შენარჩუნების მიზნით ცნობიერების ამაღლებას. სუფთა და ჯანსაღი გარემოსთვის ბრძოლა დღითიდღე ძალიან აქტუალური ხდება, რადგან კლიმატის ცვლილებები ყოველდღიურად უფრო და უფრო ახდენს გავლენას გარემოზე. ამ თვალსაზრისით 22 აპრილი - დედამიწის დღე  მნიშვნელოვანია როგორც განათლების, ისე საზოგადოებრივი ცნობიერების გაძლიერების კუთხით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა