
მესამე მისიის ფარგლეში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, ეთერ ჯაყელმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრისას წაიკითხა ლექცია თემაზე: „ფარმაციის ისტორიიდან - მედეას ეპოქა“, სადაც ისაუბრა ჰეკატეს ბაღის მცენარეებზე, სამკურნალო მცენარეების მნიშვნელობაზე, როგორც სამკურნალწამლო საშუალებებზე.
შეხვედრაზე ეთერ ჯაყელი მოსწავლეებს ესაუბრა აგრეთვე წამლის რეცეპტის მნიშვნელობასა და სტრუქტურაზე, რეცეპტის სწორად წაკითხვაზე. მოსწავლეებმა მოცემული რეცეპტის მიხედვით დაამზადეს სითხოვანი წამლის ფორმა - სადეზინფექციო ხსნარი. შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოსწავლეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.
უკან |