საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის პროგრამის სტუდენტების სამუშაო ვიზიტი კურორტ ციხისძირში

სურათი

ბსუ-ს ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, პრაქტიკის ხელმძღვანელ პროფესორ თამარ ჩილინგარაშვილთან და ლალი ავალიანთან  ერთად, მემორანდუმის ფარგლებში  სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კურორტ ციხისძირში. ვიზიტისას მათ მიიღეს ინფორმაცია თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი სასტუმრო კომპლექსისა და სპა-ველნეს ცენტრის შესახებ, სადაც სრულად არის წარმოდგენილი როგორც ქართული, ისე ფრანგული თალასოთერაპიული პროდუქცია და პროცედურები.

სტუდენტები გაეცნენ აღნიშნულ პროცედურებს, რაც მათ მომავალში შესაძლებლობას მისცემს, გაიარონ მასტერ-კლასები და დასაქმდნენ, როგორც რეაბილიტოლოგებად, ასევე ველნეს-თერაპევტებად. ეს ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და დასაქმების არეალის გაფართოებას.

შეიქმნა წინაპირობა აღნიშნული კომპლექსის საუნივერსიტეტო ბაზად ჩამოყალიბების, რასაც როგორც  ფაკულტეტის,  ასევე კასტელო მარეს ადმინისტრაცია დადებითად შეხვდა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა