საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების კლინიკური პრაქტიკა ბაუ სტამბულის სტომატოლოგიურ კლინიკაში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სპეციალობის მე-5 კურსის სტუდენტები: თამარი ბაჯელიძე და გიორგი ბალაძე ბაუ სტამბულის (BAU Istanbul) სტომატოლოგიურ კლინიკაში პრაქტიკაზე იმყოფებოდნენ.

სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა კლინიკურ პროცესში, დაესწრნენ სპეციალისტების მიერ ჩატარებულ თერაპიულ და ორთოპედიულ ჩარევებს, ცნობილი თურქი ყბა-სახის ქირურგების: ბასა სელჩუკისა და ალთან ვაროლის  მიერ ჩატარებულ  ქირურგიულ ოპერაციებს.

კლინიკური პრაქტიკა განხორციელდა უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის საფუძველზე და მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, ინტეგრირებულ სწავლებასა და კლინიკურ გარემოში რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული უნარების განვითარებას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა